"მიხეილ სააკაშვილი და მე ვართ თანამებრძოლები" - ნიკა მელია
"მიხეილ სააკაშვილი და მე ვართ თანამებრძოლები", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძარაობის" თავმდჯომარემ, ნიკა მელიამ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" განაცხადა.
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მეგობრობაზე უფრო მნიშვნელოვანი თანამებრძოლეობაა.
ამასთან, ნიკა მელიას მიაჩნია, რომ მესამე პრეზიდენტის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების ერთადერთი გზა რუსული ხელისუფლების შეცვლაა.
მიხეილ სააკაშვილი და მე ვართ თანამებრძოლები. მე ვარ მიშას თანამებრძოლი, ის არის ჩემი თანამებრძოლი და ათასობით ადამიანი ვართ ამ ურთიერთობაში და მცდარია შთაბეჭდილება, წარმოდგენა ჩემთვის ცალსახად, რომ ამ ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ ვართ, მეგობრობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანამებრძოლობა. მეორე პლანზეა გადმოწეული, სხვა საკითხია მე როგორ ვხედად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესაძლებლობას და მტკიცედ ვხედავ ამ გზას, ერთადერთ გზად მიმაჩნია, გამოსავლად, ო მიხეილ სააკაშვილი ამ უკანონო პატიმრობაში ისტორიული უსამართლობა როგორ შეიძლება რომ აღმოვფხვრად - დავამარცხოთ რუსი ხელისუფლება, - თქვა მელიამ.