სააკაშვილმა და მერაბიშვილმა ტერორისტული ორგანიზაცია შექმნეს - გოგაშვილი საქმის აღძვრას აანონსებს (ვიდეო)

22.04.21 22:58
სააკაშვილმა და მერაბიშვილმა ტერორისტული ორგანიზაცია შექმნეს - გოგაშვილი საქმის აღძვრას აანონსებს (ვიდეო)

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, ირწმუნება, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და შსს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, ტერორისტული ორგანიზაცია შექმნეს, რომელსაც ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობდა. 

გოგაშვილმა "რეაქციაში" თქვა, რომ ტერორისტული ჯგუფი 18 ადამიანისგან შედგებოდა. 

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ამჯერად უკრაინაში იმყოფებიან. 

"ტერორისტები არიან უყურადღებოდ"- ამბობს გოგაშვილი. 

ეძინათ სპეცსამსახურებს, ვანო მერაბიშვილი თქვენ გყავდათ ციხეში - მიმართა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ  გოგაშვილს

​სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა კი თქვა, რომ "საქმე ფატობრივად დასრულებულია და სააკაშვილი და მერაბიშვილი  პიჯაკებზე და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო კი არა, ტერორიზმის ბრალდებით უნდა იყვნენ ბრალდებულები და დაკავებულები". 

სააკაშვილი პიჯაკების საქმეზე კი არ უნდა იყოს ბრალდებული, არამედ ტერორისტული ორგანიზაციის შექმნაზე"- თქვა მან. 

გოგაშვილის თქმით, ამ ტერორისტული ორგანიზაციის შექმის საქმეზე გამოძიება დასრულებულია. 

დამირეკონ პროკურატურიდან და საქმის ნომერს ვეტყვი, მტვერია გადასაწმენდი- თქვა "რეაქციის" სტუმარმა. 

   რა ვიცით ახმედ ჩატაევზე?

საქართველოში მისი სახელი და გვარი  ლაფანყურის სპეცოპერაციას უკავშირდებოდა.

2012 წლის 6 დეკემბერს  ახმედ ჩატაევი 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ პირდაპირ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

2013 წლის იანვარში მთავარმა პროკურატურამ ჩატაევის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საერთოდ შეწყვიტა. 2013 წლის ბოლოს მან საქართველო დატოვა.

2017 წლის 22 დეკემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შედეგად ქართულმა სპეცდანიშნულების რაზმმა მოკლა ამ შეიარაღებული ჯგუფის ლიდერი - ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი საველე მეთაური, ახმედ ჩატაევი და მისი ორი თანამზრახველი. 

მაშინ მთავარი კითხვა იმასთან დაკავშირებით გაჩნდა, როგორ აღმოჩნდა ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ჩეჩნური ფრთის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, ახმედ ჩატაევი საქართველოს დედაქალაქში და  როგორ მოახერხა ,,ინტერპოლის" ძებნილმა სირია-ერაყიდან საქართველოში ჩამოღწევა. გაჩნდა ეჭვი, რომ ჩატაევის შემოსვლა ხელისუფლების გავლენიანი წევრების თანხმობით მოხდა.