ვიდრე მართლმსაჯულებაში კლანის დანაშაულებრივი ჯგუფია, ევროკავშირის სტატუსს ვერ მივიღებთ - ვაშაძე

26.09.22 11:47
ვიდრე მართლმსაჯულებაში კლანის  დანაშაულებრივი ჯგუფია, ევროკავშირის სტატუსს ვერ მივიღებთ - ვაშაძე

"ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ სკანდალურ სიუჟეტს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. საუბარია უზენაესი სასამართლოს ყოფილ თვამდჯომარეზე, რომლის სკამიც სასამაღლო კლანის ბოსების ზეწოალს შეეწირა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ვიდრე მართლმსაჯულებაში კლანურ-ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი იქნება, საქართველო ევროკავშირში ვერ შევა. 

იმ სასამართლოს კლანურ-ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი სანამ იქნება მართლმსაჯულებაში, ჩვენ ვერ მივიღებთ ევროკავშირის სტატუსს. ჩვენ ვნახეთ შემზარავი ფაქტები, როგორ აიძლეს უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარე სუსის, სხვადასხვა სამართალდამცავი ორგანოების შანტაჟის შედეგად გადამდგარიყო დაკავეული თანამდებობიდან. სწორედ ასეთი ფაქტები არის აბსოლუტურად მიუღებელი ევროკავშირისთვის. მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, სანამ კლანი და ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი, სანამ პრორუსული „ქართული ოცნება“ ივანიშვილის დავალებით მართავს მართლმსაჯულების სისრტემას, მანამდე ჩვენ წინ ვერ წავალთ. ვერცერთი ადამიანის უფლება ვერ იქნება დაცული საქართველოში , მუდმივად სასამართლო იქნება გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის...

დღესავით ნათელია და თავიდან ბოლომდე გამოჩნდა კიდევ ერთხელ, თუ რამხელა დანაშაულებრივი სისტემა ააწყო „ქართულმა ოცნებამ“ მართლმსაჯულებაში, - თქვა ვაშაძემ.

ოპოზიციონერი ლიდერი ასევე, ამბობს, რომ მთავარ ამოცანას ახლა მართლმსაჯულების კლანისგან გათავისუფლება წარმოადგენს. 

კიდევ ერთხელ, ჩვენი ამოცანაა სწორედ, გავათავისუფლოთ კლანისგან მართლმსაჯულება აი, ამ უმძმესი დანაშაულებრივი სისტემისგან, რომელიც შექმნა "ქართულმა ოცნებამ". ასეთ შემთხვევაში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც იქნება, ინვესტიციებიც შემოვა საქართველოში, საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებებიც იქნება დაცული და რაც მთავარია, სამუსაო ადგილებიც შეიქმნება და ამ უმძმეს გაჭირვების ჭაობიდან ამოვალთ, - განაცხადა ვაშაძემ. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" სკანდალური  ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რას შეეწირა რეალურად  ქვეყნის პირველი მოსამართლის სკამი. საუბარია უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეზე, რომელიც, როგორც ჩანს, სასამართლო კლანის ბოსების გავლენებს შეეწირა.  

"შაბათის ეთერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ფაქტები და გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ნინო გვენეტაძეს შეტქმულება მოუწყეს, სათავეში კი ის ქალი აღმოჩნდა, რომელსაც გვენეტაძე ყველაზე მეტად ენდობოდა. 

სასამართლოს მენეჯერმა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარეზე ყველაფერი იცოდა, მიხეილ ჩინჩალაძის გამორემოცვას უთხრა, რომ გვენეტაძემ მოსამართლეობის სასურველ კანდიდატებს საგამოცდო ტესტები პასუხები წინასწარ გაუგზავნა.

 საქართველოს ყოფილი პროკურორი შალვა თადუმაძე "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ გვენეტაძის წინააღმდეგ სარჩელი ნამდვილად სასამართლოს მენეჯერმა თინათინ ბეჟაშვილმა შეიტანა.

მანამდე ნინო გვენტაძის ბედი მოდულის შენობაში გადაწყდა, სადაც ვახტანგ გომელაური, შალვა თადუმაძე, მიხეილ ჩინაჩალაზე, სოსო გოგაშვილი იმყოფებოდა. შეხვედრას დისტანციურად ბიძინა ივანიშვილი მეთაურობდა. 

 

მსგავსი სიახლეები