რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს საზღვრის კვეთის უფლებას არ აძლევენ - ადვოკატი

26.09.22 14:58
რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს საზღვრის კვეთის უფლებას არ აძლევენ - ადვოკატი

საქართველოს საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს შემოსვლისმ უფლებას არ აძლევენ - ამის შესახებ ადვოკატი და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია ,,აგორას" ხელმძღვანელი, პაველ ჩიკოვი, წერს.

მისი ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებს ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტის გადაკვეთის უფლებას უზღუდავენ და ურჩევენ, მიმართონ კომისარიატებს.

ადვოკატი აცხადებს, რომ ზემო ლარსზე კილომეტრიან რიგებია და საზღვრის კვეთის მსურველებს ცდა საათობით უწევთ.

 

მსგავსი სიახლეები