სახალხო დამცველობა იაგო ხვიჩიასაც სურს
,,გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია, ადასტურებს ინფორმაციის, რომ გეგმავს, სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დააყენოს.
იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ მის კანდიდატურაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას კონსენსუსის მიღწევა შეეძლებათ.
მთავარია, ოპოზიცია და ხელისუფლება რომელიმე კანდიდატზე შეთანხმდეს, ეს უკვე კარგის ნიშანი იქნება.
ჩემი აზრით, ამ შეთანხმებისა და კონსესუსის მიღწევა ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბატონ გიორგისთან - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ომბუდსმენის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, გამოხატა მზაობა, სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დააყენოს.
იქნება თუ არა ბურჯანაძე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის საერთო კანდიდატი, ამ ეტაპზე უცნობია.
ვინ იქნება საქართველოს ახალი სახალხო დამცველი? -განაცხადების შეტანამდე 3 დღეა დარჩენილი.