ნიკა მელიას ძალადობრივი მეთოდებით აქვს ძალაუფლება უზურპირებული ნაციონალურ მოძრაობაში - გიორგი მუმლაძე

26.09.22 16:04
ნიკა მელიას  ძალადობრივი მეთოდებით აქვს ძალაუფლება უზურპირებული ნაციონალურ მოძრაობაში - გიორგი მუმლაძე

სამოქალაქო აქტივისტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე გავრცელებულ განცხადებას შეთითხნილს უწოდებს. 

გიორგი მუმლაძე პარტიაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების დაუყივნებლივ გასაჯაროებას ითხოვს. სამოქალაქო აქტივისტის მტკიცებით, ისინი სასაუბროდ თავად ნიკა მელიამ დაიბარა, პარტიის თავმჯდომარემ განსხვავებული პოზიცია და კითხვები ვერ აიტანა და მათი გაკოჭვის ბრძანება გასცა. 

მისივე თქმით, მელია "ზინდერი და მოძალადეა", რომელიც პარტიაში განსხვავებულ აზრს ვერ ეგუება. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს რო, იქამდე სანამ ნიკა მელია პარტიას უხელმძრვანელებს, ენმ ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა. 

შეხვედრაზე ნიკა მელიას თხოვნით მივედით იქ, რომ გაგვერკვია, კონკრეტულად ლაშა ხუსკივაძესთან დაკავშირებით რატომ ვრცელდებოდა პარტიაში, რომ ის იყო სუს-ის აგენტი. ვითხოვ გასაჯაროვდეს ყველა კადრი, სადმე თუ გამოჩნდება, რომ მე რამეს ვაშავებ, მზად ვარ, პასუხი ვაგო. როცა გამოჩნდება, რომ ისინი აშავებენ - საკუთარ მხარდამჭერებს, თანამოაზრეებს კრიტიკული აზრის გამო ასე ექცევიან... ეს ხალხი უბრალოდ საშიშია. 

პირდაპირ გეტყვით, რომ ნიკა მელიას ამ მეთოდებით აქვს ძალაუფლება უზურპირებული ნაციონალურ მოძრაობაში. უკანასკნელი საქციელია, როცა დაცვას ამოფარებული ადამიანი შენს დაჩაგვრას ცდილობს, წამახალისებელია შენზე ფიზიკური დაპირისპირების, შემდეგ კი გეუბნება, რომ პროვოკაცია აქეთ მოუწყვე. ეს არავის შერჩება, არ ვაპატიებ. 

ასეთი ხალხი ვერ შეცვლის ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის 1000-ით 0-ს მოგვიგებს"- განაცხადა მუმლაძემ. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიაში მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია გიორგი მუმლაძეს პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ გიორგი მუმლაძე და კიდევ რამდენიმე აქტივისტი ნამდვილად გააძევეს პარტიის ოფისიდან  რადგან ისინი ნიკა მელიას სამუშაო ოთახში იყვნენ შეჭრილები. 

"იქცეოდნენ  აგრესიულად,  იყენებდნენ ქუჩურ ტერმინოლოგიას და შეურაცმყოფელ სიყტყვებს" - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, მუმლაძე მელიას მძღოლს და დაცვას დაუპირისპირდა მაშინაც, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ერთ ერთი არხის პირდაპირ ეთერში იყო: 

 

მსგავსი სიახლეები