"წყალს ასხამენ მხოლოდ "ოცნების" წისქვილზე" - წითლიძე მუმლაძის ბრალდებებზე

26.09.22 16:19
"წყალს ასხამენ მხოლოდ "ოცნების" წისქვილზე" - წითლიძე მუმლაძის ბრალდებებზე

ნიკა მელიას გადაყენება არ იგეგმება, პარტიაში ცვლილებების საკითხი არ დგას - ამის შესახებ  ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანი წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც  სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის ბრალდებებს გამოეხმაურა. 

"ეს ადამიანები არ არიან პარტიის წევრები, ისინი არიან სამოქალაქო აქტივისტები და გაუგებარია, რატომ ითხოვენ ან პარტიის თავმჯდომარის გადადგომას, ან რატომ აქვთ პრეტენზიები" -  ამბობს წითლიძე და დასძენს, რომ პარტიაში განსახორციელებელ ცვლილებებზე გადაწყვეტილებას იღებს პარტია, პოლიტსაბჭო, რეგიონული და რაიონული ორგანიზაციები და არა სამოქალაქო აქტივისტები ან ადამიანები, რომლებიც არ არიან პარტიის წევრები.

მთელ რიგ შემთხვევებში ნიკა მელიას მეც არ ვეთანხმები და არ მეთანხმება აქითაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავდასხმა მოაწყო პარტიის არჩეულ თავმჯდომარეზე. თუ ვინმეს აწყობს ეს, ნებსით თუ უნებლიედ, ყველა ამ პროცესით წყალს ასხამენ მხოლოდ "ქართული ოცნების" წისქვილზე"- თქვა წითლიძემ. 

პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე გავრცელებულ განცხადებას შეთითხნილს უწოდებს. 

გიორგი მუმლაძე პარტიაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების დაუყივნებლივ გასაჯაროებას ითხოვს. სამოქალაქო აქტივისტის მტკიცებით, ისინი სასაუბროდ თავად ნიკა მელიამ დაიბარა, პარტიის თავმჯდომარემ განსხვავებული პოზიცია და კითხვები ვერ აიტანა და მათი გაკოჭვის ბრძანება გასცა. 

 

მსგავსი სიახლეები