"თუ ერთხელ პოლიციელთან გქონდა ურთიერთობა, ჩემთანაც გქონდესო" - ბიჭი დაცვის თანამშრომელს სექსუალურ შევუწრიებაში ადანაშაულებს

26.09.22 16:30
"თუ ერთხელ პოლიციელთან გქონდა ურთიერთობა, ჩემთანაც გქონდესო" -  ბიჭი დაცვის თანამშრომელს სექსუალურ შევუწრიებაში ადანაშაულებს

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე "კარფურთან" პოლიცია და სასწრაფოა მობილიზებული.  "კარფურის" ყოფილმა თანამშრომელმა ვენები გადაიჭრა.

28 წლის კაცი ამტკიცებს, რომ "კარფურის" დაცვის თანამშრომლი მას სექსუალურად ავიწროებდა. 

გიორგი პასკუნოვი ამტკიცებს, რომ ფაქტის შესახებ პოლიციისთვის ცნობილი ოყო, თუმცა სამართალდამცავებმა რეაგირება არ მოახდინეს. 

ერთი თვის განმავლობაში (სექსუალური შევიწროება) სისტემატიურად ხორციელდებოდა. მათ იცოდნენ, რომ მე ვიყავი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი პოლიციელის მხრიდან, რასაც ეს ადამიანი სულ მაძახებდა. დიდი ამბავი, თუ ერთხელ პოლიციელთან გქონდა ურთიერთობა ჩემთანაც გქონდესო. იყო ხელის შეხება. ეს იცოდა გენერალურმა მენეჯერმა, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია. ის ახლაც უსაფრთხების სამსახურის უფროსია"- ამბობს პასკუნოვი. 

მსგავსი სიახლეები