საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის - ფინანსთა მინისტრი
რუსუი მოქალაქეების რიგები ლარისის გამშვებ პუნქტზე - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამტკიცებს, რომ საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება დადგენილი წესების მიხედვით.
მინისტრის განცხადებით, ინფორმაცია გამშვებ პუნქტებზე გროვდება, ანალიზი ხორციელდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება ამა თუ იმ პირთან მიმართებით:
ყველა ვხედავთ, რომ გაზრდილია ნაკადები როგორც სატვირთო მიმართულების, ასევე შემომსვლელ ფიზიკური პირთა რაოდენობის კუთხით. ამ კუთხით ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის. გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა, ისე გამსვლელთა რაოდენობა, შესაბამისად, მკაცრად ხდება ამ საკითხის მონიტორინგი“, - განაცხადა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ - საქართველოს საზღვართან 30 კილომეტრიანი რიგია. კოლონაში სამი ათასამდე მანქანა დგას. ნეიტრალურ ზონაში გადაღებული კადრებით დგინდება, რომ მგზავრების ნაწილმა მანქანები მიატოვა და საქართველოში გადმოსვლას ფეხით, ან ველოსიპედით ცდილობს.
დეზერტირები პანიკაში არიან. ყოველ წუთს ელოდებიან ბრძანებას, რომლის მიხედვითაც 18-დან 58 წლამდე მამაკაცებს კომისარიატის ცნობის გარეშე რუსეთის დატოვება აეკრძალებათ.
21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ინფორმაციით მობილიზაციას 300 ათასამდე ადამიანი დაექვემდებარება.