სახალხო დამცველის პოსტზე ჩემი ფავორიტი იაგო ხვიჩიაა - ირაკლი ზარქუა
მმართველი პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ირაკლი ზარქუა, სახალხო დამცველის პოსტზე მხარს იაგო ხვიჩიას დაუჭერს - ეს განცდა რჩება ინტერვიუთი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში მისცა.
სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ღია და გამჭვირვალეა. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი იაგო ხვიჩიაა. არ გამოვრიცხავ, მას მხარი დავუჭირო. კოლეგაა და კომიტეტშია, კვალიფიციური იურისტია და მგონია, გაცილებით უკეთესი სახალხო დამცველი იქნება, ვიდრე ახლა გვყავს - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
,,გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია, აპირებს, ხვალ სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი განაცხადი ხვალ ოფიციალურად დაარეგისტრიროს.
პოლიტიკურად მიუკერძოებელი, პროფესიონალი და კომპეტენტური - ეს ის თვისებებია, რაც სახალხო დამცველს უნდა გააჩნდეს. აღნიშნულ კრიტერიუმზე ოპოზიციაც და ხელისუფლებაც თანხმდება.
გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი - არასამთავრობო სექტორმა დღეს სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარმოადგინა.