რუსთავის ციხე ჩვენი პრიორიტეტი არ არისო - ჟორჟოლიანის თქმით, ცისკარიშვილმა სააკაშვილის მხარდამჭერი აქციისთვის თანხა არ მისცა
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების წინააღმდეგ - ჟურნალისტის განცხადებით დაპატიმრებული პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის დაგეგმილი მაშტაბური აქცია "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჩაშალა.
ჟურნალისტი პირდაპირ ამბობს, რომ მას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ლოგისტიკისთვის საჭირო თანხა არ მისცეს.
ნანუკა ჟორჟოლიანის მტკიცებით, ის პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, პეტრე ცისკარიშვილს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 30-ე დღეს, რუსთავის ციხესთან შეხვდა და აქციის საორგანიზაციო საკითხებში ფინანსური დახმარება სთხოვა, თუმცა პარტიის ლიდერი გაღიზიანდა და უთხრა, რომ "სხვა ფრონტზე იბრძოდნენ".
"ცისკარიშვილმა მითხრა, რომ რუსთავის ციხე ჩვენი პრიორიტეტი არ არისო" - თქვა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში.
ამ ადამიანს აბარია პარტიის ფული, ის განსაზღვრავს ხარჯვით ნაწილს. რუსთავის ციხესთან შევხვდი, იქ მიხეილ სააკაშვილის ნამდვილი გულშემატკივრებიც და არამდვილებიც იყვნენ, ვუთხარი, რომ სცენა იყო საჭირო.
ეს ადამიანი აგრესიული გახდა - ჯერ დათვლილი რატომ არ მომიტანეო. იქვე ფიცარი ეგდო, მიმითითა, ეს საკმარისი არ არისო?! ამაზე რა რეაქცია მქონდა და რა ვუთხარი, ამას აქ არ ვიტყვი. თავიდან მითხრა, ჩვენ მეორე ფრონტი გვაქვსო, ვადამდელს ითხოვდნენ.
ბოლოს მითხრა, რომ პარტიაში დავილაპარაკებთო. საბედნიეროდ, ამ შეხვედრას მიშას ნამდვილი მხადრამჭერიც ესწრებოდა, რომელიც წავიდა პარტიაში და აუხსნა, რატომ იყო საჭირო აქციის ჩატარება და სწორედ ამ ადამიანის მონაწერი დამხვდა გამთენიის ხუთ საათზე, რომ პოლიტიკურ დაფინანსებაზე უარიაო. არ მოვყვები, კიდევ რაზე იყო უარი"- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ცისკარიშვილის უარი და არგუმენტების შესახებ პარტიაში ყველამ იცის, მათ შორის, ნანუკა ჟორჟოლიანმა ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი ახსენა.
ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარეტიის ლიდერები მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში ხელს უშლიდნენ.
ტიპებს სადაც მიხეილ სააკაშვილის აქტივობები ესმოდათ, ყველაფერს ჭრიდნენ. როგორც კი იგებდნენ, რომ მიშასთან შეიძლება რაღაც გაფაჩუნებულიყო, ყველაფერი, ფინანსები, ლოგისტიკა, ყველაფერი იჭრებოდა. ირგვლივ ყველაფერი კვდებოდა" - თქვა ჟურნალისტმა.