ვიქირავებ 20 რუს დეზერტირს ჩემს მამულებში სამუშაოდ - ირაკლი ოქრუაშვილი

26.09.22 18:19
ვიქირავებ 20 რუს დეზერტირს ჩემს მამულებში სამუშაოდ - ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ექს მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, მობილიზაციას გამოქცეულ და საქართველოში ჩამოსულ რუს დეზერტირებს მის მამულებში სამუშაოს სთავაზობს.

ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსებს სასმელითაც გაუმასპინძლდება და არ  გაშოლტავს.

ვიქირავებ 20 რუს დეზერტირს ჩემს მამულებში სამუშაოდ, დღეში სამჯერადი კვებით და ერთჯერადი ჩაცეცხლებით (5 ჭიქა, მეტი არა) ეგეც ბევრია მაგათთვის.
გარანტიას ვიძლევი, ხარ-კამეჩის უღელში არ შევაბამ და გუთანს არ ავკიდებ. გაშოლტვაზე საუბარიც არაა.
- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მსგავსი სიახლეები