დღეს სოხუმის დაცემის დღეა
დღეს სოხუმის დაცემის დღეა. 29 წლის წინ ქალაქი, რომელსაც ქართველი მებრძოლები ერთი წელი იცავდნენ, დაეცა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა აფხაზმა სეპარატისტებმა სამშვიდობო შეთანხმება დაარღვიეს და სოხუმის შტურმი დაიწყეს. აფხაზეთში მცხოვრები ხალხი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა და და კავკასიის მთების გავლით სამშვიდობოს გასულიყო.
სოხუმიდან, ოჩამჩირედან და გალიდან გამოქცეულმა ათასობით ქართველმა ჭუბერის უღელტეხილი ფეხით გამოიარა. უთანასწორო ომის შედეგად, დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაიღუპა 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. 300 ათასზე მეტი ადამიანი კი დღემდე - საკუთარ ქვეყანაში საკუთარი სახლებისგან ძალიან შორს, დევნილობაში, აგრძელებს ცხოვრებას.
27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული თარიღია.