სოხუმის დაცემის დღე - პრემიერი მედიასთან დუმს
დღეს დილიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაშვებულიაა. გმირთა მემორიალთან დილიდან ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
ცოტა ხნის წინ მემორიალთან გამოჩნდნენ ქვეყნის პრემიერი, დედაქალაქის მერი და პარტიის სხვა ლიდერები. ირაკლი ღარიბაშვილს შეკრების ადგილზე კომენტარი არ გაუკეთებია.