სტეფანეს მონა ვერ გავხდები, მე ვარ ქრისტეს მონა - სალხინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი

23.04.21 11:10
სტეფანეს მონა ვერ გავხდები, მე ვარ ქრისტეს მონა -  სალხინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი

სალხინოს მონასტრის ეზოში დილიდან ის სასულიერო პირები არიან შეკრებილები, ვისაც მეუფე სტეფანემ ღამით ულტიმატუმი წაუყენა.

დილიდან მონასტერზე კონტროლის დამყარება ისევ მეუფე სტეფანეს მხარდამჭერმა მღვდლებმა სცადეს. ისინი უკვე ტაძარში არიან,  ლოცვას  კი ჭყონდიდის მიტროპოლიტის - სტეფანეს ,მიერ დანიშნული ახალი წინამძღვარი აღავლენს.

ე.წ. ამბოხებული მღვდლები კი ლოცვის დასრულებას ტაძრის კართან ელოდებიან.

მონასტრის ყოფილი წინამძღვარი დანიელი ამბობს, რომ ამბოხებულმა სასულიერო პირებმა ეპარქიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. 

წავალ ალბათ აქედან, არ არსებობს ადგილი, სადაც ღმერთს არ ვნახავ, მას მაინც  ვიპოვი, ყველა წავალთ, უსამართლობას ვერ შევეგუებით. სტეფანეს მონა ვერ გავხდები, მე ვარ ქრისტეს მონა და ქრისტეს მორჩილი და არა შორენასი და რუსეთის - ამბობს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი.