რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება - პროევროპული მოძრაობა ორგანიზებულ წინააღმდეგობას აანონსებს

27.09.22 13:32
რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება - პროევროპული მოძრაობა ორგანიზებულ წინააღმდეგობას აანონსებს

"ორგანიზებული წინააღმდეგობა ყველგან!" - უმწვავესი  მიგრაციული კრიზისის ფონზე პროევროპული მოძრაობა მოქმედებაზე გადადის. მოძრაობის ლიდერი გიორგი ქადაგიძე ფიქრობს, რომ  მოქმედების  და ძალების გაერთიანების დროა. მისი თქმით, საჭიროა, მთავრობას და ასევე, მთავრობის  მხრიდან კომფორტშექმნილ ტურისტებს დისკომფორტი შეუქმნან და წინააღდმდეგობა გაუწიონ. 

საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ შემოქავს სავიზო რეჟიმი რუსეთთან, ბელორუსთანდ ა მის სხვა სატელიტებთან ერთად. თან არ არსებობს არანაირი კრიტერიუმები ვის ვუშვებთ, ვის არ ვუშვებთ... რა უნდა გავაკეთოთ? მე ვფიქრობ, რომ ორგანიზებული წინააღმდეგობა ყველგან, ყველა ფაზაში, იქნება ეს საზღვარზე, იქნება ეს პარლამენტში, იქნება ეს იქ, სადაც „მათვრობა“ ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა, თითქოს ქვეყანა ვითარდება, თითქოს ხალხი ძალიან კარგად ცხოვრობს, რომ აქვს უზარმაზარი ეკონომიკური ზრდა და ეს რაღაცა თოჯინების თეატრი უნდა დამთავრდეს, - ამბობს ქადაგიძე. 

უკონტროლოდ რუსების შემოდინების ფონზე აქტიურობას აანონსებენ სხვადასხვა შეხედეულების ადმიანები და სამოქალაქო აქტივისტებიც. 

ადამიანებმა უნდა დააფიქსირონ ის, რომ ამ ადამიანებს, რუსეთის მოქალაქეებს აქ, ამ ქვეყანასი არავინ კომფორტის ზონას არ შეუქმნის გარდა ხელისუფლებისა. ხელისუფლების, რომელიც, რეალურად, დადასტურდა, რომ ჩვენი უსაფრტხოების სამსახური და მათი „ეფესბე“ თანამშრომლობენ, ხვდებიან ერთმანეთს. სწორედ ამიტომ, ეს ხელისუფლება არ იზრუნებს ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე, ამიტომ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველაფერ დღეს არის, რეალურად, ჩვენს ხელში, იმის ჩვენება, რომ მათ აქ, რუსეთის მოქალაქეებს, არ ელიან და იმისა, რომ სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, მანამ ჩვენი უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული. ჩვენგან უნდა ელოდოთ, როგორც ვთქვი, კამპანიის ხასიათი ექნებოდა იმ გზავნილებს, რომელიც კეთდებოდა - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკუშა ფარულავა. 

 21 სექტემბერს პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე კილომეტრიანი რიგები დადგა. რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლა არ სურთ. 

მსგავსი სიახლეები