რუსეთის ცინიკური ქმედებაა... ჩვენ უნდა დავგმოთ ის რეფერენდუმები, რომლებიც კრემლმა უკრაიანაში ჩაატარა - ზურაბიშვილი

27.09.22 16:06
რუსეთის ცინიკური ქმედებაა... ჩვენ უნდა დავგმოთ ის რეფერენდუმები, რომლებიც კრემლმა უკრაიანაში ჩაატარა - ზურაბიშვილი

გმირთა მემორიალთან მისულმა სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი უკრაინაში მიმდინარე რეფერენდუმებზე გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა დაიგმოს ის რეფერენდუმები, რომელიც ოკუპანტმა რუსებმა უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში ჩაატარა.

ჩვენ კატეგორიულად უნდა დავგმოთ ის რეფერენდუმები, რაც ტარდება დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში. ვიცით,  რას ნიშნავს, როდესაც რეფერენდუმი ტარდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თან როცა ეს არის ომის პერიოდში.

ეს არის ცინიკური ქმედება რუსეთის მიერ, რომელიც ჩვენთვის, მსოფლიოსა და ცივილიზებული ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია“.– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები