ჯარი ლარსთან - პუტინმა დეზერტირებზე ნადირობა გამოაცხადა

27.09.22 20:13
ჯარი ლარსთან - პუტინმა დეზერტირებზე ნადირობა გამოაცხადა

პუტინმა დეზერტირებზე ნადირობა გამოაცხადა - საქართველოს საზღვართან დიდი პანიკაა. რიგში მდგომ რუსეთის მოქალაქეებს სამხედროები  ადგილზე ურიგებენ ომში გაწვევის ცნობებს. ათიათასობით ადამიანი  სასწრაფოდ ცდილობს საზღვრის გადმოკვეთას. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ  ომში პირდაპირ  ლარსის საგუშაგოდან წაიყვანენ.  

საქართველოს საზღვართან რამდენიმე კილომეტრში მოსკოვი საველე კომისარიატს ხსნის.  საგუშაგოს მთელ პერიმეტრზე  სამხედროები არიან მობილიზებული.

 მხოლოდ ბოლო 10 დღეში  საზღვარი 78 ათასმა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა და ეს ციფრი ყოველდღიურად მზარდია. კიდევ 30 ათასი ადამიანი ლარსზე თავის რიგს ელოდება.  რუსეთის მოქალაქეებისთვის ერთადერთი გამოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ ფასად შეღწევაა .

ომისგან გაქცევის  ფასი კი  100 ათასი რუბლია, რომელსაც რუსი მესაზღვრეები ითხოვენ, თუმცა დღეიდან ესეც მხოლოდ რჩეულების ხვედრი იქნება. 60 წლამდე მამაკაცებს საზღვრამდეც კი აღარ მიუშვებენ და ომში გაწვევის დამადასტურებელ დოკუმენტს პირდაპირ ლარსთან ჩააბარებენ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები