მნიშვნელოვანია გამოყენებული იყოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც - პრეზიდენტი ვახტანგ გომალაურს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დღეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები იყო.
შეხვედრისას პრეზიდენტმა საკითხის ირგვლივ მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც მას აღელვებს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც, რათა აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები, ჰქონდეს განცდა, რომ რისკები გათვალისწინებული და ყველა ბერკეტი გამოყენებულია”,- ნათქვამია ინფორმაციაში,