"ოცნებისთვის" საფრთხეს არა რუსული აგრესია, არამედ ევროკავშირში ინტეგრაცია წარმოადგენს - გიორგი ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს უსაფრთხოების საბჭო არ არსებობს. მისი თქმით, "პროსუსული "ქართული ოცნებისთვის" საფრთხეს არა რუსული აგრესია, არამედ ევროკავშირში ინტეგრაცია წარმოადგენს.
საქართველოს უსაფრთხოების საბჭო არ არსებობს. პრორუსულ „ქართულ ოცნებას“ საფრთხედ აქვს მიჩნეული დასავლეთში ინტეგრაცია. მათთვის საფრთხე არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მათთვის საფრთხე არის მართლმსაჯულების რეფორმა, მათთვის საფრთხე არის ეკონომიკა და ძლიერი, უსაფრთხო საქართველო. მათთვის არ არის საფრთხე რუსული აგრესია, იმიტომ, რომ ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას მხოლოდ ამ გზით შეინარჩუნებენ. უნდა ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის, - თქვა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლებას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა.