"საფრთხეს რუსეთის დოქტრინა წარმოადგენს" - სამხედრო ექსპერტი რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებაზე
სამხედრო ექსპერტები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდიენაბს მოჰყვეს. „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის“ ლიდერი გია ბერძენიძე ხელისუფლებას იმ დოქტირნას ახსენებს, რომელიც პუტინმა ცოტა ხნის დაამტკიცა. საუბარია რუსეთის რპეზიდენტის განკარგულებაზე, რომლის თანახმადაც საკუთარი მოქალაქეებს უფლებებს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზეც დაიცავს.
ექსპერტი პირდაპირ ამბობს, რომ არნიშნული მოტივით პუტინმა შესაძლოა, საქართველოს სრული ანექსია განიზრახოს.
დღეს კი არა, ძალიან დიდი ხანია უსაფრთხოების საბჭო უნდა მოეწვიათ ჩვენს ხელისუფლებას და ამასთან დაკავშირებით სისტემატური მსჯელობები უნდა ხდებოდეს. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ხელისუფლებამ ეს არაფრად ჩააგდოს. საფრთხე არის ის, რასაც ითვალისწინებს რუსეთის დოქტრინა საკუთარი მოქალაქეების ნებისმიერ ტერიტორიაზე დაცვისა. ნებისმიერ დროს შეიძლება რუსეთმა მოაწყოს პროვოკაცია საქართველოში და ეს გახდეს საბაბი იმისა, რომ რუსეთის შეიარღებულმა ძალებმა გადმოლახონ საქართველოს საზღვრები და მოახდინოს სრული ოკუპაცია და სრული ანექსია საქართველოსი, - ამბობს ექსპერტი.