ლარსზე შემოსულ თითოეულ ადამიანს ვამოწმებთ - მინისტრის მოადგილე
მგზავრთა გაზრდილი ნაკადები ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თუ აქამდე დღის განმავლობაში დაახლოებით 6000-მდე რუსეთის მოქალაქე იყო შემომსვლელი, ახლა მათი რაოდენობა 45%-ით გაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული, კერძოდ, ხდება თითოეული ადამიანის შესწავლა", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.