მე და პუტინი ერთ დასკვნამდე მივედით, აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ - ალექსანდრ ლუკაშენკო
ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული პრეზიდენტი ასლან ბჟანია, ალექსანდრ ლუკაშენკოს ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. აუდიენციის ამსახველი ფოტო და ინფორმაცია, ბჟანიას ვებგვერდმა გაავრცელა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლუკაშენკოს "სასურველი სტუმარი" უწოდა და უთხრა, რომ "დიდხანს ელოდებოდნენ".
თავის მხრივ, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ "ის და პუტინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".
გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინთან გვიანობამდე აფხაზეთის პრობლემებზე ვსაუბრობდით და ერთ დასკვნამდე მივედით, აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ. საჭიროა მას დავეხმაროთ, რათა ამ აყვავებულმა მხარემ, ხალხმა, რომლებიც აქ ცხოვრობს, ნორმალურად იცხოვრონ...
დავინახეთ, როგორი გახდა სამყარო. ჩვენ წყნაარად ცხოვრებას არ გვაცდიან. ამიტომ მეგობრებთან ურთიერთობა უნდა გავამტკიცოთ", - განუცხადა ლუკაშენკომ ბჟანიას.