ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

28.09.22 18:10
ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოში ბელარუსის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

უწყების ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა.

ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა"- აღნიშნულია განცხადებაში. 

ანატოლი ლისი დიპლომატიურ უწყებაში ცოტახნის წინ მივიდა.

როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

მსგავსი სიახლეები