ვგმობთ ლუკაშენკოს "ვიზიტს" ოკუპირებულ აფხაზეთში - საგარეო საქმეთა სამინისტრო

28.09.22 19:01
ვგმობთ ლუკაშენკოს "ვიზიტს" ოკუპირებულ აფხაზეთში - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ საქართველო გმობს ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს." - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები