მკაცრად ვგმობ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში - საქართველოს პრეზიდენტი
ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე ეხმაურება.
ზურაბიშვილის თქმით, ის მკაცრად გმობს ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტს, რადგან ეს ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევაა.
"მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა," - წერს პრეზიდენტი.