ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში - საქართველოში, ბელორუსის საელჩოსთან საპროტესტო აქცია იმართება
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში - საქართველოში, ბელორუსის საელჩოსთან „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ საპროტესტო აქცია რამდენიმე წუთში დაიწყება.
ადგილზე ტრანსპარანტებით უკვე შეკრებილები არიან საქართველოს მოქალაქეები.
"აფხაზეთი საქართველოა", "შეწყდეს დიპლომატიური კავშირი ბელორუსთან", ამბობენ საელჩოსთან მყოფი მოქალაქეები.
ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები.
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთშია. მოლაპარაკებები იმ აგარაკზე მიმდინარეობს, რომლის რუსეთისთვის ჩუქებას ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.
განგაშია თბილისშიც - ბელორუსის ელჩი სასწრაფო წესით საგარეო საქმეთა სამინიტროში დაიბარეს. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ქართულ მხარეს ახსნა განმარტებებს აძლევს.
ლუკაშენკოს ვიზიტი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა. განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თუმცა არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ქვეყნის პრემიერ მინინისტრს. რუსეთის დიდ პროვოკაციას ირაკლი ღარიბაშვილი დუმილით ხვდება.