შემაშფოთებელი და უმძიმესი ფაქტია - კალაძე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტზე
ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში - თბილისის მერი ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს.
კახა კალაძის თქმით, ეს კანონმდებლობის დარღვევაა და საქართველოს მხრიდან ამას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება.
ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში ძალიან შემაშფოთებელი და უმძიმესი ფაქტია. გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული, პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, მან დაარღვია ოკუპაციის კანონი, რასაც, შესაბამისად ჩვენი მხრიდან მოჰყვება რეაგირება“. - აცხადებს კალაძე.