ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს - გახარია
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს Twitter-ზე ეხმაურება.
გახარია გმობს ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტს აფხაზეთში და ამბობს, რომ ამ ყველაფერს მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს.
მკაცრად ვგმობ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, რომელსაც მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ყველა მტკიცედ უნდა დავდგეთ ასეთი დარღვევების წინააღმდეგ"! - წერს გახარია.