გამართლება არ აქვს, საქართველო ამას არასდროს შეეგუება - ხელაშვილი ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტზე

28.09.22 20:54
გამართლება არ აქვს, საქართველო ამას არასდროს შეეგუება - ხელაშვილი ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტზე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლას შემაშფოთებელს უწოდებს გმობს აღნიშნულ ვიზიტს.

როგორც გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა ბელარუსის ელჩი საქართველოში და მას ახსნა-განმარტება მოსთხოვა. 

ხელაშვილის თქმით, ამას გამართლება არ აქვს და საქართველო აღნიშნულ ქმედებას არასოდეს შეეგუება.

"გამოვთქვამთ შეშფოთებას. ვგმობთ, ამ ვიზიტს. ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად მიუღებელია, როდესაც სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ჩადის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამას გამართლება არ აქვს და საქართველო არასოდეს შეეგუება მსგავსი არამეგობრული ჟესტების გამოხატვას ბელარუსის მხრიდან. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა, საგანგებო ვითარებაში, ბელარუსის ელჩი საქართველოში და მოსთხოვა ახსნა-განმარტება,  რასაც ახლა ველოდებით. ეს არის დიპლომატიური თვალსაზრისით ყველაზე მკვეთრი ნაბიჯი, ჯერჯერობით. რაც შეეხება თავისთავად შედეგებს ამ ვიზიტის, ამას დაველოდოთ, წინსწრებით განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმას, რამდენადაც მე ვხვდები, ჯერჯერობით მთავრობა არ გეგმავს. იმედი ვიქონიოთ, რომ ბელარუსის მხარე სრულად დაემორჩილება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს და არ გადადგამს რაიმე გაუთვალისწინებელ და არამეგობრულ ნაბიჯს," - განაცხადა ხელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები