ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში - შალვა პაპუაშვილმა "ტვ პირველის" კითხვებს არ პასუხობს

29.09.22 11:13
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში - შალვა პაპუაშვილმა "ტვ პირველის" კითხვებს არ პასუხობს

ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში - რა არის საქართველოს პასუხი? პარლამენტის თავმჯდომარემ "ტვ პირველის" კითხვას არ უპასუხა. 

ცნობილია, მხოლოდ შალვა პაპუაშვილის  მიერ ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემული კომენტარი, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ "ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა წითელ ხაზთან". 

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა.

ლუკაშენკომ თქვა, რომ  ის და ვლადიმერ პუტინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".

 

მსგავსი სიახლეები