"მზადება შემდგომში აღიარებისთვის" - რა პროვოკაციას უმზადებს რუსეთი საქართველოს? - დიპლომატის განცხადება
"მზადება შემდგომში აღიარებისთვის" - ასე აფასებს პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტს.
გამოცდილი დიპლომატი "ტვ პირველთან" იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას.
ეს ვიზიტი რა თქმა უნდა, არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, ეს არის მზადება აღიარებისთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დაირღვა როგორც საერთაშორისო სამართალი, ასევე ჩვენი კანონი ოკუპაციის შესახებ. ხელისუფლების პასუხი აბსოლუტურად არაადეკვატურია. რეალურად, ჩვენი ელჩი მინსკიდან კონსულტაციებისთვის უკვა გამოწვეული უნდა იყოს. ბელარუსს უნდა მოეთხოვოს ოფიციალური განცხადების გაკეთება, რომ აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუ ეს არ მოხდება, დღის წესრიგში უნდა დადგეს ბელარუსის ელჩის გაწვევა.
საქართველოს ხელისუფლება გამწარებული უნდა თხოვდეს მინსკისთვის აფრთხილების გაკეთებას"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა.
ლუკაშენკომ თქვა, რომ ის და ვლადიმერ პუტინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".