საქართველოში ველოსიპედით მოვდიოდი და ისიც მომპარეს - საქართველო-რუსეთის საზღვართან ისევ გრძელი რიგებია
საქართველო-რუსეთის საზღვართან ისევ გრძელი რიგებია - რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული მამაკაცების ნაწილი ამბობს, რომ სამხედრო კომისარიატის მობილური პუნქტი თავისუფლად გადმოლახეს და უარი შემოსვლაზე არ მიუღიათ.
პარალელურად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პუტინს რეჟიმს გაურბის და თავშესაფარს საქართველოში ეძებს.
"ორი დღეა გზაში ვარ, ხალხი მშვიდად ელოდება კილომეტრიან რიგებს. ლარსამდე ველოსიპედით მოვედი, რუსეთის საზღვრის გადმოკვეთა ფეხით აკრძალულია. ველოსიპედიც მომპარეს. გზაში საბრძოლო მანქანები და ავტობუსები შევნიშნე. ისინი ნელ-ნელა ლარსს უახლოვდებიან. მგონია, რომ მალე საზღვარსაც ჩაკეტავენ.
რა თქმა უნდა, ამ ომის წინააღმდეგი ვარ. კამერებთან ოკუპაციაზე საუბარი არ მინდა, თუმცა ვიცი, რომ საქართველოს 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული"- აცხადებს რუსეთის მოქალაქე.