საქართველო-რუსეთის საზღვარზე დღეს შედარებით სტაბილური მდგომარეობაა
საქართველო-რუსეთის საზღვართან სამხედრო კომისარიატის მობილური პუნქტი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს.
საქართველოში გამოქცული რუსეთი მოქალაქეები ,,პირველებთან" ამბობენ, რომ საზღვარი თავისუფლად გადმოლახეს და შემოსვლაზე უარი არ მიუღიათ.
,,პირველების" ინფორმაციით, დღეს შედარებით საქართველო-რუსეთის საზღვარზე სტაბილური მდგომარეობაა რუსეთიდან ძირითადად ავტომობილებით გადმოდიან, ფეხით გადმომსვლელთა რიხვმა კი მნიშვნელოვნად იკლო.
საქართველოში შემოსვლის მსურველების უმეტესობა აცხადებს, რომ სამხედროები გზაში დგანან, თუმცა რაიმე ქმედებას არ ახორციელებენ.
6 დღეა, საცობში ვდგავართ. საქართველოში დასასვენებლად ჩამოვედით, საზღვარზე უპრობლემოდ შემოგვიშვეს, დიდი რიგებია. სამხედრო კომისარიატი არ შეგვინიშნავს.
გზაზე დგანან სამხედრო მანქანები, მაგრამ მათი მხრიდან რამე მოქმედება არ შეგვინიშნავს, რომ ვინმე ომში წაეყვანათ - ამბობს საქართველოში ჩამოსული რუსი წყვილი.