ლუკაშენკო ტერორისტია, ის პუტინთან ერთად დაასრულებს- ვიოლა ფონ კრამონი
ლუკაშენკო ტერორისტია, ის პუტინთან ერთად დაასრულებს - ამის შესახებ ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა. ევროპარლამენტარმა ბელორუსის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ფაქტი არაფერს ნიშნავს.
ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტია და არალეგიტიმური მმართველი, რომელიც ევროკავშირის მიერ არ არის აღიარებული.
მისი ვიზიტი აფხაზეთში ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არაფერს ნიშნავს. თუმცა, ეს არის შეხსენება საქართველოში მყოფი რუსეთის ყველა დამშოშმინებლისთვის, რომ ბოროტების დაშოშმინება ყოველთვის იძლევა უკუეფექტს. ლუკაშენკო პუტინთან ერთად დაასრულებს! - აცხადებს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი.
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, ბიჭვინთაში შეხვდა.
ლუკაშენკომ თქვა, რომ ის და ვლადიმერ პუტინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".