ამხანაგმა ლუკაშენკომ სხვა გზა აირჩია და ეს არის წითელი ხაზი - გიორგი ამილახვარი

29.09.22 13:21
ამხანაგმა ლუკაშენკომ სხვა გზა აირჩია და ეს არის წითელი ხაზი  -  გიორგი ამილახვარი

"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი გიორგი ამილახვარი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტს ეხმაურება და ამბობს, რომ "ეს წითელი ხაზია". 

მისი თქმით, ლუკაშენკომ დეოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია. 

მისი ქმედება ჩვენთვის წყალგამყოფია ნებისმიერ ქვეყანასთან და მის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისთვის. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი და დასაგმობი ფაქტი. ჩვენ ბუნებრივია, დიპლომატიური არხებით გავაგრძელებთ მუშაობას, პირველ რიგში არაღიარების პოლიტიკისთვის, მაგრამ ამხანაგმა ლუკაშენკომ, როგრც ჩანს, სხვა გზა აირჩია, ეს არის წითელი ხაზი"- თქვა დეპუტატმა. 

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, ბიჭვინთაში შეხვდა.

ლუკაშენკომ თქვა, რომ ის და ვლადიმერ პუტინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ". 

 

მსგავსი სიახლეები