"დაიწყეთ პროცესი" - აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი მობილიზაციისთვის ემზადება
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი მობილიზაციისთვის ემზადება - დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "სამობილიზაციო სამუშაოების დაწყების" ბრძანება გასცა.
აფხაზური მედიის ცნობით, ასლან ბჟანიამ ე.წ. მთავრობას "პროცესის დაწყება" დაავალა და ინფორმაცია მიიღო, რა კეთდება სამობილიზაციო მომზადების გასაუმჯობესებლად თავდაცვის სფეროში?
მარიონეტული პრეზიდენტის დავალებით, რეგიონების ე.წ. ხელძღვანელებმა უნდა მოამზადონ სიები და სავარაუდოდ, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები რუსულ პასპორტიანი მოქალაქეებიც რუსულ ჯარში აღმოჩნდებიან.
ამ დღეებში სამობილიზაციო სამუშაოების ჩატარება იქნება საჭირო, ამ სამუშაოების შესრულებაში უნდა ჩაერთონ ადგილობრივი თვითმართველობები. ჩვენ იქ პრობლემები გვაქვს, რაიონების და ქალაქების ხელმძღვანელები, სტატისტიკა საგანგაშოა.
აუცილებელია, ადგილებზე, სამხედრო ნაწილებში, რაიონების ხელმძღვანელების ხშირი გამოჩენა, აუცილებელი იქნება ერთგვარი "შეფობის'"აღება, უნდა აეწყოს მუშაობა ბრიგადებში, სამხედრო კომისარიატებთან საჭირო იქნება მუშაობა და კიდევ მრავალი სხვა.
ეს კანონია! ითქვა - გაკეთდა. მოიძიებთ ადგილობრივ რესურსებს, ერთად ვიმუშავებთ პრობლემების გადაწყვეტაზე. მაგრამ გონებაში სულ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს არის ნომერ პირველი ამოცანა.
ძვირფასო კოლეგებო, რაიონების თავებო, შეგიძლიათ მიხვიდეთ სამხედრო ნაწილებში, არ არის საჭირო ინსპექტირების უწყებების წაკითხვა, შეგიძლიათ თავად ნახოთ, გაიგოთ. ჩვენთვის სასურველია სიმართლის ცოდნა. არის ასევე ტერიტორიული თავდაცვა. თქვენამდე ეს საკითხები ხომ მოდის? ხომ იცით, რა ამოცანები უნდა გადაჭრათ", - ამბობს ბჟალია.
ამასთან, არსებობს რისკი, რომ ეს მობილიზაციის ტალღა გალში მცხოვრებ ქართველებსაც შეეხოთ.
მობილიზაციამდე კი სოხუმში წვრთნები მიმდინარეობს - რუსეთის ფედერალური უშიშიროების სამსახური საოკუპაიციო რეჟიმის წარმომადგენლებს ამზადებენ.