"ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია" - ბელარუსი ოპოზიციონერი

29.09.22 13:33
"ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია" - ბელარუსი ოპოზიციონერი

ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში აღმაშფოთებელსა და მიუღებელს უწოდებს ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სვეტლანა ტიხანოვსკაია. 

მისი თქმით, ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოხატავს.

ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია. ლუკაშენკო წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს. ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით და ვცდილობთ უფრო ღრმა თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – აცხადებს სვეტლანა ტიხანოვსკაია.

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, ბიჭვინთაში შეხვდა.

ლუკაშენკომ თქვა, რომ ის და ვლადიმერ პუტინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ". 

 

მსგავსი სიახლეები