პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან, საზოგადოებას ისინი არ სჭირდება - ღუდუშაური NGO-ების მიერ წარდგენილ კანდიდატებზე
ეს ადამიანები არიან პოლიტიკურად მიკერძოებულები, საზოგადოებას ისინი არ სჭირდება - ასე აფასებს არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილ სახალხო დამცველის კანდიდატებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური.
მათი ძირითადი ნაწილს, ჩემი შეფასებით, ამ კრიტერიუმებთან დაკავშირებით აქვს ჩავარდნა იმ გაგებით, რომ პირდაპირ ღიად ეს ადამიანები არიან პოლიტიკაში შეჭრილი, არიან ცალმხრივად მიკერძოებულები, შესაბამისად, საზოგადოებას არ სჭირდება ასეთები - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.