ლუკაშენკო პუტინის ლაქიაა, აფხაზეთში მისი ვიზიტი სრული სირცხვილია - ექსკლუზიური ინტერვიუ სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან

29.09.22 14:34
ლუკაშენკო პუტინის ლაქიაა,  აფხაზეთში მისი ვიზიტი სრული სირცხვილია - ექსკლუზიური ინტერვიუ სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან

"ბჟანიასა და ლუკაშენკოს შორის შეხვედრა მხოლოდ ორ პირს შორის აუდიენციაა" - ამის შესახებ ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხონოვსკაიამ "ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

მისი შეფასებით, ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში სრული სირცხვილია. 

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს დავუჭირო მხარი. ეს მხოლოდ ორ ადამიანის და არა ორ ქვეყანას შორის შეხვედრად დარჩება"- თქვა სვეტლანა ტიხონოვსკაიამ

ოპოზიციონერი ამბობს, რომ ლუკაშენკო არის პუტინის ლაქია და მისი ქმედება არ ასახავს ბელორუსი ხალხის სურვილს.

ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში არის სირცხვილი, აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ამას ვგმობთ.  ლუკაშენკო არის პუტინის ლაქია, მისი დავალებების შემსრულებელი და არა ბელორუსის ლიდერი.

რა თქმა უნდა, ბელორუსი ხალხი არის საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას. 

ლუკაშენკომ ყოველთვის უნდა დაუმტკიცოს ერთგულება პუტინს, რადგან ის ბელორუსის დიქტატორს მხარს უმაგრებს. ის პუტინის გარეშე უკვე დამარცხებული იქნებოდა. - განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა.

ლუკაშენკომ თქვა, რომ  ის და ვლადიმერ პუტინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".

 

მსგავსი სიახლეები