საქართველოს დამოკიდებულება უკომპრომისო იქნება - სარჯველაძე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტზე

29.09.22 14:47
საქართველოს დამოკიდებულება უკომპრომისო იქნება -  სარჯველაძე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტზე

"საქართველოს დამოკიდებულება უკომპრომისო იქნება და ამას ვერცერთ შემთხვევაში შემწყნარებლურად ვერ მივუდგებით"- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტს

აქედან გამომდინარე, რის შემდეგ რა კონკრეტული ნაბიჯი იქნება, ამის თქმა მე ახლა, წინასწარ, რა თქმა უნდა, გამიჭირდება, ეს ყველას გაუჭირდება, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ეს ის პროცესია, სადაც ვერც ერთ შემთხვევაში, ამ პრინციპული პოზიციიდან საქართველო უკან ვერ დაიხევს და რასაკვირველია, ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ სხვამაც უკან დაიხიოს"- თქვა დეპუტატმა. 

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა.

ლუკაშენკომ თქვა, რომ  ის და ვლადიმერ პუტინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ "აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ".

 

მსგავსი სიახლეები