სიფრთხილის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს ლუკაშენკოს მიმართ, შეცდომა იყო - სვეტლანა ტიხანოვსკაია
სიფრთხილის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს ლუკაშენკოს მიმართ, შეცდომა იყო - ამის შესახებ ბელორუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ "ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ბელორუსიელი ოპოზიციონერი აცხადებს, რომ უმჯობესია, საქართველოს ხელისუფლებამ ითანამშრომლოს არა ლუკაშენკოს რეჟიმთან, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ ძალებთან.
სიფრთხილის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს ბელორუსის მიმართ შეცდომა იყო. საქართველოს ჰქონდა ასეთი მიდგომა, თუ ლუკაშენკოს ხელს არ ახლებთ, ის არ შექმნის პრობლემებს. ეს იყო შეცდომა და მცდარი მოსაზრება.
საქართველოს მთავრობამ უნდა იმუშავოს ბელორუსის დემოკრატიულ ძალებთან და ბელორუს ხალხთან.
ძალიან ფრთხილია საქართველოს მთავრობა. მე მქონდა ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან, ვიცი, რომ მხარს უჭერთ ჩვენს მოძრაობას, თუმცა, საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა ამის მზაობა" - განაცხადა ტიხანოვსკაიამ.