დავით კეზერაშვილის განცხადება- ოპოზიციის შეფასებები
დაპირისპირება დავით კეზერაშვილსა და ნიკა მელიას შორის - ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ამ ფაქტზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. პარტისი ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, ამბობს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია შიდა ოპოზიციურ პრობლემაზე რაიმე სახით კომენტარის გაკეთება.
ახლა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ჩემი მხრიდან იქნება ნამდვილად კიდევ უფრო სიტუაციის გამწვავება, ამიტომ მე იმ მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე, რაც საქართველოში ხდება, თავს შევიკავებ შიდა ოპოზიციურ საკითხებზე განცხადებების გაკეთებისგან.
ვფიქრობ, ასეთი განცხადებები კიდევ უფრო დააზიანებს საერთო მიზანს. - აცხადებს ხატია დეკანოიძე
,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი კი ოპოზიციას მოუწოდებს, კონცენტრირდეს ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე.
ოპოზიციურ ლიდერებს ღიად და დაუფარავად მოვუწოდებ, თქვენი შიდა პრობლემები გაარჩიეთ შიგნით. ნუ ახდენთ საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობას ისეთ საკითხებზე, რომელსაც გადავყავართ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებიდან მეორე ხარისხოვანზე.
ეს დაპირისპირება მე მეორეხარისხოვნად მიმაჩნია - ამბობს გიორგი ვაშაძე.
არავისთვის მითხოვია მეგობრობა და პარტნიორობა - დავით კეზერაშვილი ,,ენმ"-ს ლიდერის, ნიკა მელიას, ბრალდებებს პასუხობს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვრცელ წერილს ავრცელებს და წერს, რომ ოპოზიცის ნაწილი ,,ქართული ოცნების" რიტორიკით მას თავს ესხმის, მიზანი კი მისი დისკრედიტაციაა. ამბობს, არასოდეს ჩარეულა და არც მომავალში აპირებს, ჩაერიოს რომელიმე ცალკეული ოპოზიციური პარტიის დღის წესრიგის განსაზღვრაში.