აფგან მუხთარლი გომელაურის გადადგომას ითხოვს
აფგან მუხთარლი ვახტან გომელაურის გადადგომას ითხოვს - აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა დღეს პრემიერ ღარიბაშვილის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანა.
მუხთარლი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მისი გატაცების სპეცოპერაციაში პირადად იყო ჩართული და ჩადენილ დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს.
პრემიერ მინისტრს მივმართავ, რომ გაათავისუფლოს შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური. გოგაშვილმა მისცა ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ ჩემი გატაცება დააორგანიზეს. ახლა ეს ადამიანები იმყოფებიან კარგ პოზიციებზე. მე მინდოდა, გავცნობოდი გოგაშვილის ჩვენებას, ამაზე მითხრეს, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ როდესაც გაიგეს ჩემს შესახებ უარი განაცხადეს.
მე ვფიქრობ, რომ ეს იყო დაკვეთა ხელმძღვანელობის მხრიდან და მათ უნდათ ამის საიდუმლოდ შენახვა, ამიტომაც მივმართე პრემიერ მინისტრს, რომ გაათავისუფლონ გომელაური დაკავებული პოზიციიდან"- თქვა ჟურნალისტმა.