პუტინსა და ლუკაშენკოს ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ - დიმიტრი პესკოვი

29.09.22 16:29
პუტინსა და ლუკაშენკოს ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ - დიმიტრი პესკოვი

 ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სოჭში შეხვედრის დროს მინსკის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ. 

„არა, ეს თემები დღის წესრიგში არ ყოფილა“, - თქვა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. 

პესკოვი ამბობს, რომ არ ყოფილა საუბარი არც ყირიმის აღიარებაზე.

არა, ეს ბელარუსის აბსოლუტურად საშინაო საქმე და სუვერენული უფლებაა. ჩვენ მოველით, ჩვენი ბელარუსი ამხანაგები დამოუკიდებლად და მათთვის დროულად მივლენ შესაბამის გადაწყვეტილებამდე“, - განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი სიახლეები