წულუკიანს სიცრუეში ადანაშაულებენ - მინისტრი "პირველების" კითხვებს გაექცა
ვინ უპირებდა ცემას თეა წულუკიანს, რა მოხდა მის კაბინეტში და რატომ შეუწყვიტა სპორტსმენებზე გაბრაზებულმა სპორტის და კულტურის მინისტრმა დაფინანსება კრივის ფედერაციას?
უმძიმესი ბრალდებების შემდეგ, დღეს თეა წულუკიანი „პირველების“ კამერასთან გამოჩნდა, თუმცა მინისტრი კითხვებს გაექცა.
მოკრივეები წულუკიანს ცრუ ბრლდებებში ადანაშაულებენ.
თეა წულუკიანმა სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ კრივის ფედერაციის პრეზიდენტი მასთან შეხვედრაზე "ფულს ითხოვდა", უარის შემდეგ კი "დასარტყმელად გაიწია".
დავით წიკლაური ამბობს, რომ თეა წულუკიანი ცრუობს, როცა ამბობს, რომ კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ცემას უპირებდა.
მისი თქმით, მსგავს ფაქტს შეხვედრის დროს ადგილი არ ჰქონია.
წიკლაური "პირველებთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ მინისტრის ინტერვიუს შემდეგ, ის დააკავონ, თუმცა იქვე ამბობს, რომ ის სიმართლის დამტკიცებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.