ლესბოსელ წყვილზე მოძალადე 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

23.04.21 13:52
ლესბოსელ წყვილზე მოძალადე 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

Tbilisi Pride-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ნინო ბოლქვაძის, ინფორმაციით, თბილისში ლესბოსელ წყვილზე თავდასხმაში ბრალდებული სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა:  

ლესბოსელ წყვილზე მოძალადე, რომელიც მათ არასრულწლოვანი შვილის თვალწინ გაშლილი დანით ემუქრებოდა, სასამართლომ 3000 ლარიანი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლა. Მოძალადე და მსხვერპლიც ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ.

ლესბოსელ წყვილს მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა.

Tbilisi pride-ს ინფორმაციით, შემთხვევა 20 აპრილს, მათსავე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა.