წულუკიანის მძიმე ბრალდება დავით წიკლაურს - რას ამბობენ სპორტულ ფედერაციებში

29.09.22 17:33
წულუკიანის მძიმე ბრალდება დავით წიკლაურს - რას ამბობენ სპორტულ ფედერაციებში

თეა წულუკიანის მძიმე ბრალდება კრივის ფედერაციის პრეზიდენტ დავით წიკლაურს - ფედერაციებისა და ასოციაციების პრეზიდენტები აღნიშნულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დეტალებზე არ საუბრობენ. 

ისინი ამბობენ, რომ სპორტის სამინისტრომ ფედერაციებს შორის შეხვედრა უნდა ჩანიშნოს და ადგილზე უნდა გაირკვეს თუ რა მოხდა.

ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვის თქმით, კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური გადადგომას აპირებს. რაც შეეხება აღნიშნულ ინციდენტს, ხაბელოვი ამბობს, რომ ჭორის დონეზე ვერ ისაუბრებს.

თვითონ იძახის უნდა გადავდგეო, დღეს იყო მოსული და თქვა უნდა გადავდგე და უნდა ჩატარდეს არჩევნებიო. სპორტში ძალიან კარგად ვიცი რაც ხდება, მარა აღნიშნულის შესახებ იმან თქვა და ჭორის დონეზე ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება წულუკიანის მოადგილეს, სოსო გიორგაძე არ შესწირვია ამ შემთხვევას, მე მას კარგად ვიცნობ დიდი ხანია, ის თავისი ნებით წავიდა თანამდებობიდან“. - ამბობს ხაბელოვი.

თეა წულუკიანმა სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ  კრივის ფედერაციის პრეზიდენტი მასთან შეხვედრაზე "ფულს ითხოვდა", უარის შემდეგ კი "დასარტყმელად გაიწია".

დავით წიკლაური ამბობს, რომ თეა წულუკიანი ცრუობს, როცა ამბობს, რომ კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ცემას უპირებდა. 

მისი თქმით, მსგავს ფაქტს შეხვედრის დროს ადგილი არ ჰქონია.

წიკლაური "პირველებთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ მინისტრის ინტერვიუს შემდეგ, ის დააკავონ, თუმცა იქვე ამბობს, რომ ის სიმართლის დამტკიცებისთვის ბოლომდე იბრძოლებს. 

მსგავსი სიახლეები