ოკუპირებული სოხუმი მობილიზაციისთვის ემზადება - აფხაზი ახალგაზრდები საქართველოს სხვა ნაწილში გაქცევას ცდილობენ

29.09.22 20:11
ოკუპირებული სოხუმი მობილიზაციისთვის ემზადება - აფხაზი ახალგაზრდები საქართველოს სხვა ნაწილში გაქცევას ცდილობენ

ოკუპირებული აფხაზეთი პანიკამ მოიცვა. სეპარატისტული რეჟიმი პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციისთვის  ემზადება. აფხაზი ახალგაზრდები ცდილობენ, საქართველოს სხვა რეგიონებში თავი  შეაფარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ფრონტის ხაზზე გადაისვრიან.  

განკარგულება უკვე გაცემულია, რაიონების ხელმძღვანელებს ომში გასაგზავნი მამაკაცების სიების მომზადება დაევალათ. არ არის გამორიცხული, მობილიზაციის ტალღა გალში მცხოვრებ ქართველებსაც შეეხოთ.

მობილიზაციის პარალელურად ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრი წვრთნები მიმდინარეობს. აფხაზებს უკრაინელებთან ომისთვის რუსეთის უშიშროების ინსტრუქტორები ამზადებენ.

ვრცლად იხილეთ გუგა არჩვაძის სიუჟეტი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები