ომბუდსმენი უნდა იყოს ადამიანი, ვის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იქნება - შალვა პაპუაშვილი

30.09.22 12:36
ომბუდსმენი უნდა იყოს ადამიანი, ვის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იქნება - შალვა პაპუაშვილი

საკანონმდებლო ორგანოში სახალხო დამცველის კანდიდატების განაცხადის შემოტანის ვადა ამოიწურა. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, აცხადებს, რომ ომბუდსმენის მიმართ მთავარი მოთხოვნა იქნება ის, რომ იყოს პოლიტიკურად მიუკერძოებელი.

სახალხო დამცველი უნდა იყოს ადამიანი, ვის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იქნება - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

მე მგონი, ყველა ვთანხმდებით, პოზიციაც და ოპოზიციაც, რომ სახალხო დამცველი არ უნდა იყოს პოლიტიკური აქტივისტი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველასთვის კრიტერიუმი, რომ ომბუდსმენი იყოს ადამიანი, რომლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იქნება. - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იმ პირების სია, ვისაც სურს, გახდეს სახალხო დამცველი, 19 კაციანია. მათ შორის არიან სახალხო დამცველის აპარატის მოქმედი თანამშრომელი, გიორგი ბურჯანაძე, ასევე პარლამენტის დეპუტატი, იაგო ხვიჩია.

პარლამენტის თავმჯდომარე აპირებს, სახალხო დამცველის ყველა კანდიდატს პირადად შეხვდეს. 

მსგავსი სიახლეები